გურია

გურიის შესახებ

გურია დასავლეთ საქართველოში მდებარე მხარეა და ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის, გურიის ტერიტორიას მოიცავს. გურიას უძველესი ისტორია და ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული ბუნება აქვს. გრილი ტყეებით, მინერალური წყლებით, ალპური მდელოებით, კულტურული ძეგლებითა თუ ქვიშიანი სანაპიროთი გურია სხვადასხვა გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანისთვის გახლავთ მიმზიდველი. აქ მცხუნვარე მზის ქვეშ მოელვარე ზღვის სანაპიროდან უცებ მთის სუსხში, ღრუბლებს მაღლა შეგიძლიათ აღმოჩნდეთ.

ისტორია

გურიაში ადამიანის ცხოვრების კვალი ქვედა პალეოლითის ხანიდან დასტურდება. ამ მხარეში კულტურათა თანმიმდევრული განვითარების პროცესი ბრინჯაოსა და შემდგომი ხანის მთელ მანძილზე გრძელდება. ურეკ-წვერმაღალაში აღმოჩენილი მასალა ასახავს დასავლეთ საქართველოში კოლხას სამეფოსა და რკინის წარმოების გაძლიერების პერიოდს (ძვ. II ათასწლეულის II ნახევარი - I ათასწლეულის I ნახევარი). ძვ. VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხას მემკვიდრე ეგრისის სამეფორომლის შემადგენლობაშიც იყო მოქცეული გურიის ტერიტორია. გურიას ლაზიკის სამეფოს დაშლის შემდეგ რიონსა და ჭოროხს შორის ტერიტორია ერგოლაზიკის სხვა რეგიონებთან შედარებით ეს მხარე ნაკლებად დასახლებული ყოფილა. გურია ქვეყნის ფეოდალიზაციასთან ერთად დაწინაურდაგურიის გაძლიერება ძირითადად VII-VIII საუკუნეებში ხდებაამ პერიოდს უკავშირდება საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების გაძლიერება გურიაშიგურია ამ სახელით პირველად VIII საუკუნეში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში ეს მხარე ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავოერისთავები იყვნენ გურიელებირომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. გურიის ერთ-ერთი პირველი ერისთავი უნდა ყოფილიყო სიმონ I გურიელიXV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო და მას გურიელები განაგებდნენგურიის სამთავრო მუდმივად იბრძოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთანმისი ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის სამთავროს დამუკიდებლობა იწყება კახაბერ II გურიელის დროიდანროდესაც ის დაუპირისპირდა ერთიანი საქართველოს სამეფოს უკანასნელ მეფესგიორგი VIII-. XVII საუკუნის II ნახევრიდან სამთავრო ტახტზე გურიელს ოსმალეთის სულთანი ამტკიცებდაგურია 1670-იან წლებში ოსმალეთს ხარკად აძლევდა 10-20 წლის 56 ქალ ვაჟსXVIII საუკუნის შუა წლებში გურიის სამთავრო გაძლერდა მამია IV გურიელის მთავრობის დროსის ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა ოსმალთა განდევნას. გურიის სამთავრომ XIX საუკუნის შუა ხანამდე იარსება. 1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტირამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. დღევანდელი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ გურიას ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი აქვს.

კულტურა

გურია თავისი კულტურით, წეს-ჩვეულებებით და სახასიათო კოლორიტით ძალიან საინტერესო მხარეა. გურიაში მრავალი სახალხო თუ რელიგიური დღესასწაული აღინიშნება: ალეგრობა, კალანდა, ფერისცვალება და სხვა. დიდი ზეიმით აღინიშნება ფერისცვალება. ამ დღეს სუფრაზე ალაგებენ სიმინდს, ყურძენს, კვახს, ზოგადად იმ წლის მოსავალს, რომელიც ახალშესულია მწიფობაში და სიმბოლურად აღნიშნავენ ბუნების გარდამტეხ მომენტს. თუმცა დღესასწაულის მთავარი მოვლენა დოღია, რომელიც ბახმაროში იმართება. ფერისცვალების დღეს დოღზე დასასწრებად ბახმაროს მთელი საქართველოდან სტუმრობენ. გურულები ოდითგანვე უბადლო მხედრები იყვნენ. გურული მხედრული ოსტატობა მსოფლიოში გახდა ცნობილი. მათ არაერთგზის იმოგზაურეს ევროპასა და ამერიკაში. ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულს ტრადიციაა ლელოს თამაში. მოწინააღმდეგე მხარეები თავისთვის ჩაუთქვამენ რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის ან ფრიად საპატივცემულო პიროვნების საფლავზე ბურთის ატანასსულთათანას თქმას და შესანდობარის დალევასგამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დამარცხებულთან ერთად მიდიან საფლავზე და იქ შესანდობარი ისმევა.
გამორჩეულია გურული ფოლკლორი. გურული „კრიმანჭული“ ქართული პოლიფონიის მწვერვალად ითვლება. ანზორ ერქომაიშვილი მას მერცხლების ფრენას ადარებდა. ასევე ცნობილია გურული „ყანური“ ანუ „ნადური“. 
ძველი გურული ცეკვებიდან ცნობილია: „ფარცაკუკუ", „კალმახობა", „ფოთლით ცეკვადა სხვა. ფარცაკუკუ“ ომში გამარჯვებული მხედრების მასობრივი ცეკვაა და ქალებთან ერთად სრულდებაგურიაში სამსართულიანი „ფარცაკუკუსცოდნიათ.
საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად გურიაც სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. უგემრიელესია გურული სამზარეულო, რომელიც განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეული კერძების მრავალფეროვნებით. აქ მრავალგვარ ფხალეულს ამზადებენ, პოპულარობით სარგებლობს ნიგვზიანი კერძებიც. ხშირია ასევე ფრინველის კერძები: 
შემწვარი ვარია ურწყულითშემწვარი ქათამი ნიგვზის ბაჟეთი და სხვა. ძალიან გემრიელია გურული ლობიო კეცზე გამომცხვარ მჭადთან და გურულის სუფრისთვის განუყოფელ ადესას ღვინოსთან ერთად. თუმცა გურული სამზარეულოდან ყველაზე ცნობილი საშობაო ღვეზელია. გურული ღვეზელი დღეს მთელს საქართველოში პოპულარულია, მაგრამ ადრე მას გურულები მხოლოდ საშობაოდ აცხობდნენ.

გეოგრაფია და კლიმატი

გურიის მხარე დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას მდებარეობს. ჩრდილოეთიდან მას სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარე ესაზღვრება, რომლისგანაც გამოყოფილია მდინარე ფიჩორით. სამხრეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლისგანაც მესხეთის ქედით არის გამოყოფილი. გურიის მხარეს ასევე ესაზღვრება ჩრდილო აღმოსავლეთიდან იმერეთის მხარე და სამცხე-ჯავახეთის მხარე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. დასავლეთიდან გურიის მხარეს 22 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს. გურიის მხარის ნაწილი ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს, ნაწილი კი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. რეგიონის მთლიანი ფართობიდან 15 000 ჰექტარი დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს. ეს მხარე სამ ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიოზურგეთის მუნიციპალიტეტიჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. გურიის ადმინისტრაციული ცენტრია ოზურგეთი. რეგიონი წყალუხვია. მისი ძირითადი მდინარეებია სუფსა და ნატანები. მხარეში ბევრი მცირე ტბაა. მათ შორის შედარებით მოზრდილებია იმნათის ტბა და ჯაპანის ტბა. გურია მდიდარია მინერალური წყლებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ნაბეღლავია.
გურია 
ბუნებრივი პირობების მიხედვით ბარისა და მთის ნაწილად იყოფა. ზღვისპირა რაიონებისთვის დამახასიათებელია ნოტიო-სუბტროპიკული ჰავა, ზომიერად ცხელი ზაფხულით და ზომიერად გრილი ზამთრით. მთის ჰავისთვის კი დამახასიათებელია ზომიერად თბილი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. გურიის მხარის მთიანი ნაწილისთვის დამახასიათებელია ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა. ამითაა გაპირობებული მხარის სამთო კურორტების სამკურნალო თვისებები. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12-14℃.

რა ვნახოთ

გურიაში ულემაზეს ბუნებასა და საინტერესო კულტურულ ძეგლებს იხილავთ. აქ ნახავთ სხვადასხვა პერიოდის კულტურულ ნიმუშებს, უძველესი კულტურის ნაშთებიდან დაწყებული გვიან შუასაუკუნეებამდე. გურიაში შეძლებთ დასვენებას როგორც ზღვის სასიამოვნო სანაპიროებზე, ასევე მთაში, სადაც მზე, ნაძვნარი, მინდვრები და ნისლები საოცარ პეიზაჟებს ქმნის და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ჰავაა. ამ მხარეს უკვე ზამთრის სპორტის მოყვარულებიც კი სტუმრობენ.

No comments:

Post a Comment